Accentnews.ge
„ფლაიდუბაი“ ბათუმის მიმართულებით რეგულარულ ოპერირებას ანახლებს​

„ფლაიდუბაი“ ბათუმის მიმართულებით რეგულარულ ოპერირებას ანახლებს​

28/04/2021 12:31:24 ეკონომიკა

არაბთა გაერთიანებული საემიროების დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „ფლაიდუბაი“ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით ფრენებს განაახლებს.

ავიარეისები Boeing 737-800 ტიპის საჰაერო ხომალდით, შემდეგი განრიგით განხორციელდება: დუბაი – ბათუმი – დუბაი, 12 მაისიდან 29 აგვისტომდე, ყოველ ოთხშაბათს, პარასკევს და კვირას.

ამასთან, ავიაკომპანია შეასრულებს დამატებით რეგულარულ ფრენებს დუბაი – თბილისი -დუბაის საჰაერო ხაზზე მიმდინარე წლის 13, 14, 16 და 17 მაისს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას ოპერირების ნებართვა მიმდინარე წლის 27 აპრილს მიენიჭა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S