Accentnews.ge
ევროპარლამენტმა ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის სავაჭრო შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა

ევროპარლამენტმა ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის სავაჭრო შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა

28/04/2021 12:30:44 მსოფლიო

ევროპარლამენტმა ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის სავაჭრო შეთანხმების (TCA) რატიფიცირება მოახდინა.

შეთანხმების რატიფიცირებას ევროპარლამენტის 660-მა წევრმა დაუჭირა მხარი და წინააღმდეგ მხოლოდ ხუთი წავიდა.

TCA გულისხმობს ევროკავშირსა და ბრიტანეთს შორის საქონლით ვაჭრობაზე ნულოვან ტარიფებსა და ნულოვან კვოტებს, რომელზეც მხარეებს შორის მოლაპარაკებები 9 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი და ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, ისევე როგორც დიდი ბრიტანეთის პრემიერი, ბორის ჯონსონი მიესალმნენ შეთანხმების რატიფიცირებას. კრიტიკული განცხადება გაავრცელა ბელგიელმა ევროპარლამენტარმა, გი ვერჰოფშტადტმა, რომელმაც შეთანხმებას უწოდა პირველი სავაჭრო გარიგება, რომელიც აწესებს ბარიერებს და შლის თავისუფლებებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S