Accentnews.ge
რუსეთი იმ ევროპული ქვეყნების დიპლომატებს აძევებს, რომლებმაც ჩეხეთს სოლიდარობა გამოუცხადეს

რუსეთი იმ ევროპული ქვეყნების დიპლომატებს აძევებს, რომლებმაც ჩეხეთს სოლიდარობა გამოუცხადეს

28/04/2021 11:06:50 მსოფლიო

რუსეთი იმ ევროპული ქვეყნების დიპლომატებს აძევებს, რომლებმაც ჩეხეთს სოლიდარობა გამოუცხადეს. კერძოდ, ოფიციალური მოსკოვის ცნობით, ლიეტუვის საელჩოს ორმა, სლოვაკეთის საელჩოს სამმა და ლატვიისა და ესტონეთის საელჩოების თითო-თითო თანამშრომელმა ქვეყანა ერთი კვირის განმავლობაში უნდა დატოვონ.

ცნობისთვის: ლატვიამ, ლიეტუვამ და ესტონეთმა 23 აპრილს განაცხადეს, რომ ქვეყნებიდან რუს დიპლომატებს აძევებდნენ, რომელთა საქმიანობა დიპლომატიურ სტატუსთან შეუსაბამობაში იყო. სლოვაკეთმა კი 22 აპრილს პერსონა ნონ-გრატად სამი რუსი დიპლომატი გამოაცხადა. სლოვაკეთისა და ბალტიის ქვეყნების ხელისუფლებების განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ჩეხეთის რესპუბლიკის მიმართ სოლიდარობის გამოხატვის ნიშნად მიიღეს.

მანამდე ჩეხეთმა განაცხადა, რომ 2014 წელს ქალაქ ვრბეტიცეში, საბრძოლო მასალების საწყობში აფეთქება რუსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა განახორციელეს და აღნიშნულის საპასუხოდ, ჩეხეთმა 17 აპრილს ქვეყნიდან 18 რუსი დიპლომატი გააძევა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S