სასამართლომ ნამახვანჰესის ინვესტორი კომპანია "ენკა" 5 000 ლარით დააჯარიმა
28/04/2021 09:10:27 საზოგადოება
წყალტუბოს სასამართლომ კომპანია "ენკა"-ს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებითა და ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობაში სამართალდამრღვევად ცნო და 5 000 ლარით დაჯარიმდა.
კომპანიას ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის 10 დღე აქვს.
მოსარჩელე მხარე ამ საქმეზე იყო გარემოს დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებული უწყება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, რომელიც შპს ,,ენკა რინიუებზლს“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2020 წლის 28 თებერვლის #2-91 ბრძანების საფუძველზე გაცემული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებითა და ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობას ედავებოდა.
სასამართლო პროცესის პარალელურად "რიონის ხეობის მცველები" აქციას მართავდნენ.


