30 აპრილიდან 12 მაისამდე პერიოდში იუსტიციის სახლებისა და საზოგადოებრივი ცენტრების მუშაობის გრაფიკი ცნობილია
28/04/2021 08:26:05 საზოგადოება
30 აპრილიდან 12 მაისამდე პერიოდში იუსტიციის სახლებისა და საზოგადოებრივი ცენტრების მუშაობის გრაფიკი ცნობილია.
როგორც იუსტიციის სახლში აცხადებენ, იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები მოქალაქეებს 4-დან 11 მაისის პერიოდშიც მოემსახურება.
„იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები არ იმუშავებენ მხოლოდ აღდგომის დღესასწაულის უქმეებში – 30 აპრილიდან 3 მაისის ჩათვლით და შაბათ-კვირას, 8 და 9 მაისს. ამავე პერიოდში მიუწვდომელი იქნება იუსტიციის სახლის სატელეფონო მომსახურების ცენტრიც. შეგახსენებთ, რომ იუსტიციის სახლსა და საზოგადოებრივ ცენტრში მომსახურების მიღება კვლავ პორტალ MY.GOV.GE-დან ვიზიტის წინასწარი დაჯავშნის პრინციპითაა შესაძლებელი. წინასწარი დაჯავშნის გარეშე მისული მომხმარებელი სერვისის მიღებას ვერ შეძლებს. ამასთან, იუსტიციის სახლი მოუწოდებს მომხმარებელს, მომსახურების მისაღებად გამოცხადდეს დაჯავშნისას მითითებულ დროს“, – ნათქვამია იუსტიციის სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


