მამა ანდრია ჯაღმაიძე განმარტავს, რატომ შეიყვანეს საპატრიარქოში სამხედო მანქანები
28/04/2021 08:15:27 საზოგადოება
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, მამა ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, საპატრიარქოში სამხედო მანქანების შეყვანა რეგიონებში დახმარების სახით პროდუქტების გაგზავნას უკავშირდება.
"ჟურნალისტები მწერენ ვერტმფრენი და სამხედრო ძალის მობილიზება ხდება საპატრიარქოშიო, სინამდვილეში არავითარი საბრძოლო მოქმედებები არ მიმდინარეობს, პატრიარქმა დახმარება გაუწია და გააგზავნა რეგიონებში პროდუქტები", - აცხადებს მამა ანდრია ჯაღმაიძე.


