Accentnews.ge
აშშ-მა რუსეთთან თანამშრომლობის პირობები დაასახელა

აშშ-მა რუსეთთან თანამშრომლობის პირობები დაასახელა

28/04/2021 08:11:36 მსოფლიო

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი და მოსკოვი თანამშრომლობას შეძლებენ, თუ რუსეთი ორმხრივ ურთიერთობებს არ გაამწვავებს.

ეს განცხადება ბლინკენმა CNN-თან ინტერვიუში გააკეთა, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.

«... ჩვენთვის უფრო მისაღები იქნებოდა სტაბილური, პროგნოზირებადი ურთიერთობები, თუმცა ეს საბოლოოდ პუტინზეა დამოკიდებული. თუ მისი ამჟამინდელი ქცევა გაგრძელდება, ჩვენ მას შევეწინააღმდეგებით და უპასუხოდ არ დავტოვებთ. მაგრამ თუ რუსეთის პრეზიდენტი ესკალაციაზე უარს იტყვის, აშშ და რუსეთი საერთო ინტერესების რიგ სფეროებში, მაგალითად სტრატეგიული სტაბილურობის დარგში ერთობლივ მუშაობას შეძლებდნენ» - აღნიშნა მან.

როგორც ცნობილია, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ რუსეთი ამერიკულ არჩევნებში ჩარევაში, ჰაკერულ თავდასხმებში, აკრძალული ქიმიური იარაღის გამოყენებაში, ავღანეთში ამერიკელი და აშშ-ის მოკავშირე ქვეყნების სამხედროების მკვლელობის მიზნით თალიბების დაქირავებაში დაადანაშაულა. გარდა ამისა, რუსეთის მხრიდან ბოლო ესკალაციის ფონზე ვაშინგტონმა მტკიცედ დაუჭირა მხარი უკრაინას.

ამასთან დაკავშირებით 13 აპრილს ჯო ბაიდენმა ვლადიმირ პუტინს ზაფხულში ევროპაში შეხვედრა შესთავაზა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S