კოვიდ–ინფიცირების 1500–ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 17 პაციენტი
28/04/2021 06:52:00 საზოგადოება
საქართველოში გასული 24 საათის განმავლობაში კოვიდ–ინფიცირების 1551 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 17 პაციენტი, 878 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29487 კვლევა, აქედან 11878 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 17609 PCR-ით.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის ვაქცინით 1 706 ადამიანი აიცრა. ამ დროისთვის ჯამში 41 801 ადამიანია აცრილი.
stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 5,26%-ია, ბოლო 14 დღის - 4,39%, ბოლო 7 დღის - 4,63%.


