Accentnews.ge
ამერიკულმა ხომალდმა ირანული გემების მიახლოების შემდეგ რამდენიმე გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა

ამერიკულმა ხომალდმა ირანული გემების მიახლოების შემდეგ რამდენიმე გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა

28/04/2021 06:48:49 მსოფლიო

ამერიკულმა ხომალდმა სპარსეთის ყურეში გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა მას შემდეგ, რაც მას და კიდევ ერთ ამერიკულ საპატრულო ნავს ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სამი გემი მიუახლოვდა,– იუწყება „როიტერი“ აშშ-ის შეიარაღებულ ძალებზე დაყრდნობით.

„აშშ-ის ეკიპაჟებმა რამდენიმე გაფრთხილება გასცეს რადიოკავშირისა და ხმის გამაძლიერებელი მოწყობილობებით, თუმცა ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ხომალდებმა გააგრძელეს თავიანთი მანევრები ახალო მანძილზე. ამის შემდეგ ეკიპაჟმა რამდენიმე გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა და ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ხომალდები გავიდნენ უსაფრთხო დისტანციაზე აშშ-ის გემებიდან“, – აღნიშნავენ აშშ-ის შეიარაღებულ ძალებში.

აშშ-ის საზღვაო ძალების გენერალი კენეთ მაკკენზი დასძენს, რომ აღნიშნული ტიპის ქმედებები ხშირად მართულია არა ირანის ცენტრალური ხელისუფლების, არამედ ადგილზე მყოფი მეთაურებისგან.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S