Accentnews.ge
თბილისში"სინოფარმზე" სარეგისტრაციო ადგილები სრულად შეივსო

თბილისში"სინოფარმზე" სარეგისტრაციო ადგილები სრულად შეივსო

27/04/2021 19:25:19 საზოგადოება

თბილისში ჩინურ ვაქცინაზე, "სინოფარმზე" სარეგისტრაციო ადგილები 2 საათში სრულად შეივსო. რეგისტრაცია 20:00 საათზე დაიწყო, 22:00 საათის მონაცემებით კი არც ერთი თავისუფალი ადგილი არ არის.

რეგისტრაცია შესაძლებელია გლდანში, დიდუბეში, მთაწმინდაზე, საბურთალოზე, სამგორსა და ჩუღურეთში.

თბილისისგან განსხვავებით, თითქმის ყველა რეგიონის კლინიკებშია თავისუფალი ადგილები.

ჩინური ვაქცინით აცრა 4 მაისიდან დაიწყება და 14 მაისის ჩათვლით გაგრძელდება, ამის შემდეგ კი რეგისტრაციის მეორე ეტაპი დაიწყება.

საქართველოს სინოფარმის 100 000 დოზა აქვს შეძენელი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S