Accentnews.ge
აშშ–ში მოქალაქეები, რომლებმაც ვაქცინაციის სრული კურსი ჩაიტარეს, წაახალისეს

აშშ–ში მოქალაქეები, რომლებმაც ვაქცინაციის სრული კურსი ჩაიტარეს, წაახალისეს

27/04/2021 17:42:45 მსოფლიო

აშშ-ში მოქალაქეები, რომლებმაც ვაქცინაციის სრული კურსი ჩაიტარეს, აღარ იქნებიან ვალდებულნი, ღია სივრცეში პირბადე ატარონ, იუწყება Reuters აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრზე დაყრდნობით.

უწყებამ ახალი რეკომენდაციები მას შემდეგ გასცა, რას ქვეყანაში ზრდასრული ადამიანების ნახევარზე მეტმა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის სულ მცირე, ერთი დოზა მიიღო.

პირბადის ტარება, დისტანციის და ჰიგიენის დაცვა ვირუსის გადაცემის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტურ გზად სახელდება.

„გასაოცარ პროგრესს ყველა თქვენგანის დახმარებით მივაღწიეთ“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა, რომელმაც აღნიშნა, რომ „კოვიდ-19“-ის შემთხვევების რაოდენობამ ქვეყანაში მნიშვნელოვნად იკლო.

ბაიდენის თქმით, ხანდაზმულ მოქალაქეებში სიკვდილიანობა 80%-ით შემცირდა.

„ვაქცინირებული თუ ხარ, შეგიძლია, უფრო მეტის გაკეთება უფრო უსაფრთხოდ, როგორც გარეთ ისე შიდა სივრცეში“, – აღნიშნა ბაიდენმა და განმარტა, რომ პირბადეების ტარება კვლავ საჭირო იქნება ხალხმრავალ ადგილებში და სტადიონებზე.

როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, აშშ-ში ბოლო კვირაში „კოვიდ-19“-ის დღიური შემთხვევების რაოდენობა 16%-ით შემცირდა. ვაქცინის სულ მცირე ერთი დოზა კი მიღებული აქვს 140 მილიონზე მეტ ადამიანს. ვაქცინაცია აშშ-ში სამი ავტორიზებული ვაქცინით – „ფაიზერ“/„ბიონტექით“, „მოდერნათი“ და „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ერთდოზიანი ვაქცინით მიმდინარეობს.

დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ცნობით, აშშ-ის მოსახლეობის 29% სრულად ვაქცინირებულია, 43%-ს კი მიღებული აქვს ორდოზიანი ვაქცინის პირველი დოზა. მარეგულირებლის გადაწყვეტილებით, აშშ-ში დასაშვებია სრულად ვაქცინირებულების ღია სივრცეში მცირე შეკრებები ოჯახის სრულად ვაქცინირებულ წევრებთან და მეგობრებთან ერთად.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S