Accentnews.ge
აშშ-ის საელჩო – კახი კავსაძეზე: "მისი მემკვიდრეობა მარადიულია"

აშშ-ის საელჩო – კახი კავსაძეზე: "მისი მემკვიდრეობა მარადიულია"

27/04/2021 13:25:08 საზოგადოება

საქართველოში ამერიკის საელჩო მსახობ კახი კავსაძის გარდაცვალების ფაქტს ეხმიანება და აცხადებს, რომ "მსახიობის მემკვიდრეობა მარადიულია".

საელჩო თანაუგრძნობას უცხადებს კახი კავსაძის ოჯახს, მეგობრებსა და ყველა ქართველს, ვინც მის დაკარგვას გლოვობს.

"ლეგენდარული მსახიობის კახი კავსაძის გარდაცვალებას ბევრი ქართველი ოჯახის წევრის დაკარგვასავით განიცდის. ბატონი კავსაძის შემოქმედებამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა უამრავ ადამიანზე და სანაცვლოდ მიღებული სიყვარულისა და პატივისცემის მოზღვავება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მისი მემკვიდრეობა მარადიულია", - აცხადებენ საელჩოში.

შეგახსენებთ, რომ კახი კავსაძე დღეს 85 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S