Accentnews.ge
"ინდოეთის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რანგის სამეცნიერო ინსტიტუტის თქმით, „სინოფარმისა“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინებს აქვთ უნარი, დაიცვან ადამიანი ინდური შტამებისგან"

"ინდოეთის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რანგის სამეცნიერო ინსტიტუტის თქმით, „სინოფარმისა“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინებს აქვთ უნარი, დაიცვან ადამიანი ინდური შტამებისგან"

27/04/2021 11:00:05 საზოგადოება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, ინდოეთის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რანგის სამეცნიერო ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, „სინოფარმისა" და ინდოეთში წარმოებულ „ასტრაზენეკას“ ვაქცინებს შეუძლიათ, პირი ინდური შტამისგან დაიცვან.

„ჯერ კონკრეტული კვლევები ვერ იქნება, რადგან ახალი შტამია, მაგრამ გუშინ გამოქვეყნდა ჩვენი ინდოელი კოლეგების ძალიან საყურადღებო ინფორმაცია. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რანგის სამეცნიერო ინსტიტუტი ინდოეთში, რომლის ინფორმაციითაც, ინდოეთში გამოიყენება ორი ვაქცინა, ერთი არის „სინოფარმის“ ტიპის, ანუ ინექტივირებული ვაქცინა, მეორე კი არის „ასტრაზენეკას“ ვაქცინა, რომელიც ინდოეთში იწარმოება, მას კოვშილდი ქვია, ამ ორივე ვაქცინას აქვს უნარი, დაიცვას ადამიანი ინდური შტამებისგან“, – აღნიშნა პაატა იმნაძემ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S