Accentnews.ge
81 წლის იტალიელს დაატოვებინეს კუნძული, სადაც იგი 32 წლის განმავლობაში ცხოვრობდა

81 წლის იტალიელს დაატოვებინეს კუნძული, სადაც იგი 32 წლის განმავლობაში ცხოვრობდა

27/04/2021 09:40:24 მსოფლიო

81 წლის იტალიელს დაატოვებინეს კუნძული, სადაც იგი 32 წლის განმავლობაში ცხოვრობდა.

მაურო მორანდის თქმით, მან შესაბამისი გადაწყვეტილება კუნძულ ბუდელის მეპატრონის მოთხოვნით მიიღო.

"იმედი მაქვს, ბუდელს ისევე უპატრონებენ, როგორც მე ვპატრონობდი 32 წლის განმავლობაში", - აცხადებს მორანდი.

როგორც BBC იუწყება, მორანდის მხარდასაჭერად, რომელიც კუნძულს 1989 წლის შემდეგ პატრონობს, უკვე შეიქმნა პეტიცია. 70 000–ზე მეტი ადამიანი კუნძულზე მორანდის დარჩენას ითხოვს.

თუმცა როგორ იტალიელმა მოხუცმა განაცხადა, იგი ბუდელის მახლობლად მდებარე კუნძულ ლა მადალენაზე, ერთ–ერთ ბინაში დასახლდა.

"ჩემი ცხოვრება დიდად არ შეიცვლება. მე კვლავ ვხედავ ზღვას", – განაცხადა მორანდიმ.

გამოცემის ცნობით, მორანდის კუნძულიდან გაძევებით წლებია, ემუქრებიან.

2020 წელს ლა მადალენას ეროვნული პარკის პრეზიდენტმა ფაბრიციო ფონესუმ CNN- ს განუცხადა, რომ მორანდიმ უკანონო ცვლილებები განახორციელა ქოხში, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს რადიოსადგური იყო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S