საქართველო Pfizer-ის მილიონამდე დოზას მიიღებს
27/04/2021 09:31:16 საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულებისას განაცხადა, რომ საქართველო "ფაიზერის" მილიონამდე დოზას მიიღებს.
ამასთან, როგორც მინისტრმა აღნიშნა, "სინოფარმის" 250 ათას დამატებით დოზას ქვეყანა ივნისში მიიღებს.
"ზუსტი ინფორმაცია გვაქვს, რომ "ფაიზერის" მილიონამდე დოზას მივიღებთ, თუმცა, ვაზუსტებთ მოწოდების ბაზას დოზებზე. გვაქვს ასევე ზუსტი ინფორმაცია, რომ მივიღებთ 43 ათას "ასტრაზენეკას" 30 აპრილისთვის. ასევე წარმატებით მიმდინარეობს "სინოფარმთან" მოლაპარაკება და დამატებით 250 ათასი დოზა არის დაპირებული "სინოფარმის" მხრიდან ივნისში", - აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი.


