Accentnews.ge
86 წლის ასაკში მსახიობი კახი კავსაძე გარდაიცვალა

86 წლის ასაკში მსახიობი კახი კავსაძე გარდაიცვალა

27/04/2021 09:20:09 საზოგადოება

86 წლის ასაკში მსახიობი კახი კავსაძე გარდაიცვალა.

მანამდე პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განაცხადა, რომ მსახიობის ჯანმთელობის მდგომარეობა უკიდურესად კრიტიკული იყო:

"რეანიმაცია მწვავდება, ნებისმიერ დროს შეიძლება, დაფიქსირდეს ბიოლოგიური სიკვდილი".

მსახიობი ბოლო ორი თვის განმავლობაში პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა. კახი კავსაძეს კორონავირუსი 2020 წლის 28 ნოემბერს დაუდგინდა. რამდენიმეკვირიანი მკურნალობის შემდეგ მსახიობი ბინაზე გაწერეს, თუმცა მისი საავადმყოფოში დაბრუნება ჯანმრთელობის გაუარესების გამო კვლავ გახდა საჭირო.

კახი კავსაძე იყო საქართველოს დამსახურებული არტისტი. მინიჭებული ჰქონდა არაერთი პრემია – იყო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, მიღებული აქვს იპოლიტე ხვიჩიას სახელობის პრიზი „იპო“. 2008 წელს რუსთაველის თეატრის წინ გაიხსნა კახი კავსაძის სახელობის ვარსკვლავი.

დეპუტატებმა მსახიობის ხსოვნას პარლამენტში წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S