რუსთავის აზოტის თანამშრომლები გაიფიცნენ
27/04/2021 09:10:58 საზოგადოება
შპს "რუსთავის აზოტის" 2000-მდე თანამშრომელი ხელფასის 50%-მდე გაზრდის მოთხოვნით აქციას მართავს.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ბოლოს ხელფასები 5-6 წლის წინ გაეზარდათ და ისიც მხოლოდ 5%-ით.
გაფიცულების საშუალო ხელფასი 500 ლარია.
გაფიცულ თანამშრომლებს ჯერ არ შეხვედრია კომპანიის ადმინისტრაციის წარმომადგენელი. გაფიცვის მიუხედავად, საწარმო ფუნქციონირებას აგრძელებს. ადმინისტრაციის შენობის შესასვლელს კი პოლიცია იცავს.


