თემურ ქეცბაია საავადმყოფოში გადაიყვანეს
27/04/2021 07:09:08 საზოგადოება
კვიპროსის ჩემპიონატის 34-ე ტურში საკუთარ სტადიონზე ნიქოზიას „ოლიმპიაკოსთან“ წაგებული მატჩის (0:2) შემდეგ ფამაგუსტას „ანორთოსისის“ მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც ბერძნული მედია იუწყება, ქეცბაიამ თავი შეუძლოდ მატჩის დაწყებამდე იგრძნო. მატჩის დასრულების შემდეგ კი ექიმებმა მისი ჰოსპიტალიზების გადაწყვეტილება მიიღეს.
ბერძნული მედია არ აკონკრეტებს ქეცბაიას დიაგნოზს თუმცა წერს, რომ პაციენტს შესაბამისი კვლევები ჩაუტარდა და ამჟამად თავს კარგად გრძნობს.


