Accentnews.ge
იტალიაში Covid-19–ის ინდური შტამის პირველი შემთხვევები დაფიქსირდა

იტალიაში Covid-19–ის ინდური შტამის პირველი შემთხვევები დაფიქსირდა

27/04/2021 06:50:02 მსოფლიო

იტალიაში Covid-19–ის ინდური შტამის პირველი შემთხვევები დაფიქსირდა.

ვენეტოს რეგიონის გუბერნატორმა ლუკა ზაიამ განაცხადა, რომ ინფიცირებულები არიან მამა და ქალიშვილი, რომლებიც ინდოეთიდან ცოტა ხნის წინ დაბრუნდნენ.

25 აპრილიდან იტალიამ ქვეყანაში შესვლა აუკრძალა იმ არამოქალაქე პირებს, რომლებიც ბოლო 14 დღის განმავლობაში ინდოეთში იმყოფებოდნენ. რაც შეეხება ინდოეთიდან იტალიაში დაბრუნებულ იტალიის მოქალაქეებს, ეს პირები ვალდებულები არიან, გამომგზავრებამდეც და იტალიაში ჩამოსვლის დროსაც გაიკეთონ კორონავირუსზე ტესტი. აღნიშნულის შემდეგ კი მათ 14–დღიანი სავალდებულო კარანტინის გავლა მოუწევთ.

ორმაგი მუტაციური Covid-19–ის შტამი, რომელიც პირველად ინდოეთში დაფიქსირდა, ამჟამად მსოფლიოს 20–ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის, იაპონიაში, გერმანიაში, ბელგიაში, გაერთიანებულ სამეფოში, შვეიცარიაში, აშშ–ში, სინგაპურში, ავსტრალიასა და საბერძნეთში უკვე ცირკულირებს.

მეცნიერების განცხადებით, არსებობს რისკი, რომ კოვიდ–გადატანილი ან კორონავირუსზე ვაქცინირებული პირი ინდური შტამით მაინც დაინფიცირდეს. მათივე ცნობით, რამდენად საშიშია კორონავირუსის ინდური ვარიანტი ჯერ–ჯერობით სრულფასოვნად შესწავლილი არ არის.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S