
პრემიერი – IRI-ს კვლევაზე: "უფრო პოლიტიკური ანეკდოტების სიას განეკუთვნება"
16/07/2019 13:36:49 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
IRI-ს კვლევაში ისეთი ტიპის ინფორმაციაა, რომელიც უფრო ალბათ, პოლიტიკური ანეკდოტების სიას განეკუთვნება, ვიდრე სერიოზულ საკითხს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ კვლევის შედეგების შეფასებისას განაცხადა.
„კვლევა როგორც ვიცი, ოფიციალურიც კი არ არის. იქ სხვა ტიპის ინფორმაციაც იყო პოლიტიკოსების შესახებ. მე გამიჭირდება ამას სერიოზულად ვუპასუხო. იქ ისეთი ტიპის ინფორმაციაა, რომელიც უფრო ალბათ, პოლიტიკური ანეკდოტების სიას განეკუთვნება, ვიდრე სერიოზულ საკითხს. რა თქმა უნდა, ნებისმიერი კვლევა არის მნიშვნელოვანი, ნებისმიერი პოლიტიკური პარტიისთვის, თუმცა მე ვფიქრობ, საველე სამუშაოს ვინც აწარმოებს, ის არ აწარმოებს მას იმ კრიტერიუმების დაცვით, როგორც ეს უნდა ხდებოდეს“, - განაცხადა პრემიერმა.
იხილეთ ასევე: პარტიების რეიტინგი – მედიისთვის IRI–ს ახალი კვლევის შედეგები გახდა ცნობილი