Accentnews.ge
"მომხრე ვართ,  ვისაც კოვიდ–პასპორტი ექნება, შესაბამისი "პრივილეგია" ჰქონდეს"

"მომხრე ვართ,  ვისაც კოვიდ–პასპორტი ექნება, შესაბამისი "პრივილეგია" ჰქონდეს"

26/04/2021 19:04:34 საზოგადოება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ საკოორდინაციო საბჭოზე განიხილავენ, თუ რა უპირატესობით შეიძლება, ისარგებლონ კორონავირუსის წინააღმდეგ აცრილმა ადამიანებმა.

"ჩვენ გვაქვს ჩვენი რეკომენდაციები ამასთან დაკავშირებით, რომ ამ ადამიანებს, იგივე, ვინც არიან აცრილი ორჯერადად ან ერთჯერადად, სხვადასხვა ინცენტივები საზოგადოებასა და ცხოვრებაში ჰქონდეთ. ამ ტიპის რამოდენიმე ასეთი ინცენტივი წარდგენილია საკოორდინაციო საბჭოში და ეს იქნება განხილული. რა თქმა უნდა, ჩვენ მომხრე ვართ იმისა, რომ ამ ადამიანებს, ვისაც კოვიდპასპორტი ექნებათ, ჰქონდეთ შესაბამისი "პრივილეგია", უპირატესობა. მოგეხსენებათ, ეს უკვე ბევრგან არის, იგივე ე.წ. კოვიდისგან თავისუფალი ან აცრილი რესტორნები, სასტუმროები, სადაც ყველა აცრილია. ასევე, გვაქვს კოვიდ–თავისუფალი კლინიკები, სადაც ყველა ექიმი, სამედიცინო პერსონალი აცრილია და ასე შემდეგ. ეს სერიოზული "პრივილეგიაა" ასე ვთქვათ, იმიტომ, რომ ადამიანი, როდესაც მიდის კლინიკაში და იცის, რომ იქ ყველა აცრილია, იქ ნაკლები რისკია შემდგომი დაინფიცირების, ან იგივე იქნება ეს რესტორანი თუ სხვა დაწესებულება", – აცხადებს გამყრელიძე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S