მესტიის მუნიციპალიტეტში რვა ოჯახი გარესამყაროს არის მოწყვეტილი
26/04/2021 19:01:54 საზოგადოება
მესტიის მუნიციპალიტეტში რვა ოჯახი გარესამყაროს არის მოწყვეტილი.
სტიქიამ პრობლემები შექმნა მულახის თემის სოფლებში – ჟაბეშსა და მუჟალში. გადაუღებელი წვიმებისა და თოვლის დნობის შედეგად ჩამოწვა მეწყერი.
ადგილზე სპეცტექნიკა მუშაობს. ელექტროენერგიის მიწოდების მხრივ პრობლემა არ შექმნილა.


