Accentnews.ge
თურქეთი 29 აპრილიდან კვლავ ჩაიკეტება

თურქეთი 29 აპრილიდან კვლავ ჩაიკეტება

26/04/2021 17:49:37 მსოფლიო

ეპიდვითარების გაუარესების გამო თურქეთი 29 აპრილიდან კვლავ ჩაიკეტება.

როგორც ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა საყოველთაო ე.წ. ლოქდაუნი 29 აპრილიდან 17 მაისამდე პერიოდში იმოქმდებს.

მისივე თქმით,

  • შეიზღუდება ქვეყნის ქალაქიდან ქალაქში გადაადგილება.
  • მუნიციპალური ტრანსპორტის მხოლოდ 50% იმუშავებს.
  • სკოლებში საკლასო ოთახებში სწავლის პროცესი შეჩერდება.
  • სასურსათო, წარმოებისა და სააფთიაქო მაღაზიების გარდა ყველა სავაჭრო ცენტრი და მაღაზია დაიხურება.

შეგახსენებთ, რომ პანდემიის გავრცელების პირველ ეტაპზე თურქეთი სრულად ჩაკეტილი ერთხელ უკვე იყო.

თურქეთში ბოლო პერიოდში კოვიდ–ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 50 000–ს აჭარბებს.

უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით ქვეყანაში ინფიცირების 4 667 281 შემთხვევაა დადასტურებული, დაავადებამ 38 711 ადამიანი იმსხვერპლა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S