"კოვიდ–პასპორტებს ნამდვილად განვიხილავთ, მიდის ამაზე მუშაობა"
26/04/2021 12:30:42 საზოგადოება
"კოვიდ–პასპორტებს ნამდვილად განვიხილავთ, მიდის ამაზე მუშაობა", – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.
"კოვიდ–პასპორტებს ნამდვილად განვიხილავთ. მიმდინარეობს მუშაობა იმ ძირითად პარამეტრებზე, რაც აისახება კოვიდ–პასპორტში. ეს აუცილებლად იქნება ვაქცინაციის ისტორია, გადატანილი დაავადების ისტორია და რიგ შემთხვევაში - PCR ტესტის პასუხი. მიდის ამაზე მუშაობა და ვფიქრობთ, მოკლე ხანში უკვე რეალურად დაინერგება ეს პრაქტიკაც", – განაცხადა გაუნიამ.


