ჯანდაცვის სამინისტრო ინფიცირებულებისთვის დამატებითი საწოლების მობილიზებას იწყებს
26/04/2021 12:29:16 საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებისთვის დამატებითი საწოლების მობილიზებას იწყებს.
"ინფექციის მატებასთან ერთად იზრდება მობილიზაციის ხარისხი ჯანდაცვის სექტორში. დღევანდელი მდგომარეობით 3700 საწოლი რჩება ჰოსპიტლებში, მიდის მუშაობა დამატებითი კლინიკების მობილიზებაზე. გეგმა გვაქვს 10 მაისამდე 6000 საწოლის მობილიზების", - განაცხადა მან.


