სასაფლაოზე გასვლა შეიზღუდება, ჩაიკეტება სასაფლაოსთან მისასვლელი გზები
26/04/2021 12:09:36 საზოგადოება
სადღესასწაულო დღეებში სასაფლაოზე გასვლა შეიზღუდება, ჩაიკეტება სასაფლაოსთან მისასვლელი გზები, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მოგვიანებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, ზოგადად, შეზღუდვები "ბრწყინვალე შვიდეულის" პერიოდში იმოქმედებს:
"სასაფლაოებზე გასვლასთან დაკავშირებით შეზღუდვები ბრწყინვალე "შვიდეულის პერიოდში" იქნება. თარიღები არ დაკონკრეტებულა. ყველაზე ხშირად ადამიანები სასაფლაოებზე გადიოდნენ ორშაბათს და სამშაბათს, ამიტომ ამ დღეებში იქნება შესაბამისი სიმკაცრე".


