
უკრაინაში ქართველი „კანონიერი ქურდი“ "დათო სვანი" დააკავეს
16/07/2019 13:06:59 სხვა, სამართალი
უკრაინელმა მესაზღვრეებმა 47 წლის ქართველი „კანონიერი ქურდი“ დავით გერლიანი მეტსახელად "დათო სვანი" დააკავეს. ბოლო სამი წლის განმავლობაში უკრაინის ტერიტორიაზე დავით გერლიანის დაკავების ეს უკვე მესამე შემთხვევაა.
ამჯერად ის ქვეყანაში შესვლას მოლდოვიდან გეგმავდა. ბოლო დაკავების შემდეგ გერლიანს უკრაინაში შესვლა აეკრძალა, თუმცა, როგორც ადგილობრივი მედია წერს, მან "ოდესის ოლქში ბიზნესის გაკონტროლების მიზნით" ქვეყანაში შესვლა მაინც სცადა.