აღდგომის ღამეს გადაადგილებაზე შეზღუდვა ნაწილობრივ მოიხსნება
26/04/2021 12:07:52 საზოგადოება
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საპატრიარქოსთან კომუნიკაციის შედეგად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ აღდგომის ღამეს გადაადგილებაზე შეზღუდვა ნაწილობრივ მოიხსნება
კერძოდ, "გამონაკლისის სახით, სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებით, გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა, მხოლოდ ერთი ღამით, იმოქმედებს 1 მაისის 23:00 საათიდან 2 მაისის 04:00 საათამდე".


