Accentnews.ge
ბათუმის ცენტრალურ ნაწილში ახალი სკოლის მშენებლობის პროექტირების პირველი ეტაპი დასრულდა

ბათუმის ცენტრალურ ნაწილში ახალი სკოლის მშენებლობის პროექტირების პირველი ეტაპი დასრულდა

26/04/2021 11:32:56 საზოგადოება

ბათუმის ცენტრალურ ნაწილში, დემეტრე თავდადებულის ქ. N61-ში, ახალი სკოლის მშენებლობის პროექტირების პირველი ეტაპი დასრულდა.

პირველი ეტაპი ითვალისწინებდა ტერიტორიის გეოლოგიურ და განაშენიანების კვლევას, ტექნიკური დავალების შედგენას, რომლის საფუძველზეც გამოცხადდება კონკურსი პროექტირებაზე.შენობა დაგეგმარდება იმგვარად, რომ სკოლამ შეძლოს მოსწავლეთა მაქსიმალური რაოდენობის მიღება, განთავსდება სპორტული და სააქტო დარბაზები, სასწავლო ლაბორატორიები და საბიბლიოთეკო სივრცეები.

შენობა იქნება სრულად ადაპტირებული და ენერგო-ეფექტური.ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებული შენობა ამორტიზებულია.აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ჯემალ სურმანიძე პირველი ეტაპის შემსრულებელ საპროექტო კომპანიასთან ერთად ადგილზე იმყოფებოდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S