Accentnews.ge
ახალციხეში კაცი, რომლის ძაღლმაც ბავშვი დაკბინა, გარდაიცვალა

ახალციხეში კაცი, რომლის ძაღლმაც ბავშვი დაკბინა, გარდაიცვალა

26/04/2021 11:15:05 საზოგადოება

ახალციხეში 57 წლის კაცი, რომლის ძაღლმაც ბავშვი დაკბინა, გარდაიცვალა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

როგორც სოფელში ადგილობრივები აცხადებენ, მამაკაცი ძალიან ნერვიულობდა იმის გამო, რომ მისმა ძაღლმა ბავშვი დაკბინა. მას გარდაცვალებამდე რამდენიმე წუთით ადრე ბავშვის ბიძასთან მცირე შელაპარაკება მოუვიდა.

„ჩხუბი არ ყოფილა, უსაყვედურა, ეს ძაღლი სხვაგან დააბი რომ ბავშვმა მშვიდად გაიაროსო. იმანაც უპასუხა, ჩემი დაბმული იყო და რატომ მოვიდა შენი ბავშვიო. ამის მერე დაახლოებით 10 წუთში გახდა ცუდად. ისე მოხდა რომ ძაღლს და ბავშვს შეეწირა ის კაცი,“ - ამბობს ბავშვის ბებია.

როგორც სოფელში ჰყვებიან, ბავშვს სამედიცინო დახმარება ახალციხის კლინიკაში აღმოუჩინეს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, იგი ამჟამად სახლშია, თუმცა მისი ბიძა ამბობს, არასრულწლოვანი შემოწმებაზე თბილისში მდებარე ერთ–ერთ კლინიკაში უნდა წაიყვანონ.

„იმ კაცთან არ მიჩხუბია, არც შეურაცხყოფა მიმიყენებია, უბრალოდ ვუთხარი ხვალ ბავშვი კლინიკაში უნდა წავიყვანო–მეთქი“, - ამბობს ბავშვის ბიძა.

სასამართლო სამედიცინო ექსპერტის, დავით მერაბიშვილის თქმით, 57 წლის კაცის გარდაცვალება გულის შეტევამ გამოიწვია. მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

არასრულწლოვანის ბებიის თქმით, საგამოძიებო უწყებამ დაკითხვაზე ბავშვის დედა დაიბარა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S