
ჩოხატაური-ბახმაროს გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია
26/04/2021 10:47:21 რეგიონები, რეკლამა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჩოხატაური-ბახმაროს საავტომობილო გზაზე მოძრაობა აღდგა და ამ დროისთვის, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ჩოხატაური-ბახმაროს გზაზე, რთული მეტეოროლოგიური პორებებისა და დიდთოვლობის გამო, ავტოტრანსპორტის მოძრაობა გასული წლის ნოემბერში შეიზღუდა და ამ დრომდე აკრძალული იყო.