Accentnews.ge
საქართველოში ჩინური "სინოფარმით" აცრისთვის რეგისტრაცია სავარაუდოდ, ხვალიდან დაიწყება

საქართველოში ჩინური "სინოფარმით" აცრისთვის რეგისტრაცია სავარაუდოდ, ხვალიდან დაიწყება

26/04/2021 10:24:25 საზოგადოება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ჩინური "სინოფარმით" აცრისთვის რეგისტრაცია სავარაუდოდ, ხვალიდან დაიწყება.

"მასობრივ ვაქცინაციაზე გადის პანდემიის დასრულება. სლოგანი, რომ "ვაქცინაცია გვაახლოვებს", კარგია იმ თვალსაზრისით, რომ უფრო ახლოს ვიქნებით, თუ ავიცრებით. ამირომ უმორჩილესად გთხოვთ და მოგიწოდებთ, აქტიურად მიმართეთ ამცრელ პუნქტებს დღეს საქართველოში ვაქცინაცია წარმოებს "ფაიზერით" და "ასტრაზენეკათი". 4 მაისიდან დაემატება და დიდი ალბათობით ხვალ დღის მეორე ნახევარში გაიხსნება ჯავშნები "სინოფარმის" ვაქცინაზე. ქვეყანაში ვაქცინების მარაგი თანდათან უფრო შეივსება და ხელმისაწვდომი იქნება თითოეული მსურველისთვის", – განაცხადა გამყრელიძემ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S