Accentnews.ge
თბილისში უძრავ ქონებაზე ფასი იზრდება - რომელ უბანშია ბინა ყველაზე ძვირი

თბილისში უძრავ ქონებაზე ფასი იზრდება - რომელ უბანშია ბინა ყველაზე ძვირი

26/04/2021 10:17:47 საზოგადოება

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მონაცემებით, 2020 წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით, 2021 წლის პირველ კვარტალში კერძო სახლების ფასები 18,3%-ით გაიზარდა, ხოლო ბინების ფასი 12%-ით.

საქსტატის კვლევა თბილისში ახლადაშენებულ და მშენებარე ბინებს, ასევე, კერძო სახლებს ეხება.

საქსტატის მონაცემებით, წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით, 2021 წლის პირველ კვარტალში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 13,6%-ით გაიზარდა, ხოლო წინა კვარტალთან შედარებით, 2%-ით.

2021 წლის პირველ კვარტალში თბილისში ახლადაშენებულ (დასრულებულ) ბინებზე ფასები უბნების მიხედვით შემდეგნაირად გადანაწილდა:

საქსტატის განცხადებით, აღნიშნული ფასი წარმოადგენს ე.წ. შეთავაზების ფასს, მონაცემები მიიღება ვებ-გვერდებიდან ინფორმაციის ავტომატური ჩამოტვირთვისა და ფასების მედიანური მნიშვნელობის გაანგარიშების გზით.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S