"სამხრეთ აფრიკული, ინდური და ბრაზილიური შტამები საქართველოში ჯერ არ გამოვლენილა, თუმცა ის, რაც დედამიწაზე ხდება, ადრე თუ გვიან, ჩვენამდეც მოვა"
26/04/2021 09:48:38 საზოგადოება
"სამხრეთ აფრიკული, ინდური და ბრაზილიური შტამები საქართველოში ჯერ არ გამოვლენილა, თუმცა ის, რაც დედამიწაზე ხდება, ადრე თუ გვიან, ჩვენამდეც მოვა", – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ განცახადა.
"საქართველოში კოვიდ–ინფიცირების დაახლოებით, 80% უკვე ბრიტანული შტამითაა გამოწვეული. ეს არის ერთ-ერთი განმაპირობებელი იმის, რომ უფრო სწრაფი გავრცელება ხდება და ჩვენ გარშემოც ვატყობთ, რომ უფრო მეტი ახალგაზრდა ხდება ავად, ეს არის ბრიტანული შტამის დამახასიათებელი თვისება. საბედნიეროდ არ გამოჩენილა არც ე.წ. სამხრეთაფრიკული, არც ბრაზილიური შტამი ჯერჯერობით არ დაგვიჭერია, ასე ვთქვათ, ინდური შტამიც ჯერჯერობით არ დაგვიჭერია, თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამაზე მეთვალყურეობა მიდის, სულ კეთდება გარკვეული რაოდენობის საეჭვო შემთხვევების გენეტიკური ანალიზი. თუმცა საქართველო დედამიწაზეა. ის, რაც დედამიწაზე ხდება, ადრე თუ გვიან, ჩვენამდეც მოვა. ახლა მიღებულია საკმაოდ მკაცრი წესები, ინდოეთიდან შემომსვლელი უნდა იყოს აუცილებლად PCR ცნობით, აქაც PCR უკეთდება და მიუხედავად ამისა, ორკვირიან კარანტინს გადის ყველა ჩამოსული, თუნდაც ვაქცინირებული", – აცხადებს იმნაძე.


