Accentnews.ge
რუსეთმა 2020 წელს სამხედრო ხარჯები დაგეგმილ მაჩვენებლამდე ვერ გაზარდა

რუსეთმა 2020 წელს სამხედრო ხარჯები დაგეგმილ მაჩვენებლამდე ვერ გაზარდა

26/04/2021 09:40:01 მსოფლიო

სტოკჰოლმის მშვიდობის კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტმა (SIPRI) 2020 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც მსოფლიოს ქვეყნების სამხედრო ხარჯებია ასახული.

დოკუმენტის თანახმად, რუსეთი სამხედრო ხარჯებით მსოფლიოს პირველ ხუთეულშია, თუმცა ქვეყანამ სამხედრო ხარჯები დაგეგმილ მაჩვენებლამდე ვერ გაზარდა. კერძოდ, რუსეთში სამხედრო ხარჯები 2020 წელს 6,6%-ით ნაკლები იყო თავდაპირველად დაგეგმილზე. 2020 წელს რუსეთის მსგავს ვითარებაში აღმოჩნდა ბრაზილიაც. რიგმა ქვეყნებმა კი, მაგალითად, სამხრეთ კორეამ შეიარაღებისთვის განკუთვნილი სახსრები პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად გადაანაწილა.

SIPRI–ს ანგარიშის თანახმად, პანდემიის მიუხედავად, მსოფლიოში შეიარაღების ხარჯები გაიზარდა. კერძოდ, 2020 წელს მსოფლიოში სამხედრო ხარჯებმა ტრილიონ 980 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 2,6%-ით მეტია 2019 წლის მაჩვენებლებთან შედარებით.

ლიდერთა ხუთეულში არიან აშშ, ჩინეთი, ინდოეთი, რუსეთი და დიდი ბრიტანეთი. მათ ანგარიშზეა მსოფლიო ხარჯების 62%.

აშშ-ის სამხედრო ხარჯებმა, რომლებიც ზედიზედ მესამე წელია იზრდება, 778 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც მსოფლიო სამხედრო ხარჯების 39%-ს შეადგენს. აშშ-ს მოსდევს ჩინეთი, რომლის ხარჯები ზედიზედ 26 წლის განმავლობაში იზრდება და 252 მილიარდ დოლარს შეადგენს. მესამე ადგილზეა ინდოეთი (73 მილიარდი დოლარი), მეოთხე ადგილზეა რუსეთი (62 მილიარდი დოლარი - 2,5%-ით მეტი, ვიდრე 2019-ში), მეხუთე ადგილზე მყოფი დიდი ბრიტანეთი კი 59 მილიარდ დოლარს ხარჯავს შეიარაღებაზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S