
„საქართველო არანორმალურად ძვირფასი ხდება აშშ-ისთვის, რუსეთისთვის, სომხეთისთვის, თურქეთისთვის, ევროპისთვის, აზერბაიჯანისთვის, ირანისთვის და შუა აზიის სახელმწიფოებისთვისაც“
26/04/2021 09:16:25 საგარეო პოლიტიკა
ისტორიკოსი სვიმონ მასხარაშვილი აშშ–ის მიერ სომხების გენოციდის აღიარებას ეხმიანება და საქართველოს კონტექსტში შესაძლო სამომავლო ურთიერთობებს აანალიზებს.
„ბაიდენმა 100-ოდე წლის წინ მომხდარ მოვლენას “სომეხთა გენოციდი” უწოდა ანუ დაარტყა თურქეთს. ნატო–ს ბლოკის წევრებისთვის გზა სომხეთისკენ თურქეთის გარდა მხოლოდ საქართველოზე გადის. სომხური დიასპორა დასავლეთში მრავალმილიონიანია თავისი შერით, ანდრია აგასით, კარდაშიანების ოჯახითა და ბევრი მილიონერით. სომხურ-ამერიკული ალიანსი რუსეთისათვის სომხეთის დაკარგვის წინაპირობაა, არადა, ამ ყველაფრის გასაღები საქართველოა, მისი მდებარეობით. შესაბამისად, საქართველო არანორმალურად ძვირფასი ხდება აშშ-ისთვისაც, რუსეთისთვისაც, სომხეთისთვისაც, თურქეთისთვისაც, შესაბამისად, ევროპისთვისაც, აზერბაიჯანისთვისაც, ირანისთვისაც და შუა აზიის სახელმწიფოებისთვისაც. თანაც, ჩვენთან ომი და ჩვენი განაწყენება არავის აწყობს.(ჩვენი შიდა არეულობა ზოგიერთს ხელს აძლევს, ზოგიერთისთვის დაუშვებელია).
ეხლა ჩვენ გვჭირდება ჭკუა და ყოველი სიტყვის მოზომვა, არნახული ერთობა და ღი რსეულად მოქცევა და შესაძლოა, მეტიც, თითქმის გარდაუვალია უახლოეს მომავალში უდიდესი წარმატებების მიღწევა და სისხლით დაკარგულთაგან არაერთის უსისხლოდ დაბრუნება!“,– ამბობს ისტორიკოსი სვიმონ მასხარაშვილი.
შეგახსენებთ, რომ აშშ–ის პრეზიდენტმა სომხების გენოციდ აღიარა. ანკარაში ჯო ბაიდენის პოზიციას მიუღებელი უწოდეს და საპასუხო ზომებით დაიმუქრდნენ.