Accentnews.ge
სააკაშვილი – "იმედის"  სიუჟეტზე: "მარსზეც ვიშენებ "ბაითს"

სააკაშვილი – "იმედის" სიუჟეტზე: "მარსზეც ვიშენებ "ბაითს"

16/07/2019 12:19:27 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

საქართველოს ექს–პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ტელეკომპანია "იმედის" მიერ მისი ქონების შესახებ მომზადებულ სიუჟეტს ეხმიანება და აცხადებს, რომ  "ბაითს" მარსზეც იშენებს".

“მე სახლები მარტო მაიამიში, მონაკოში და იტალიაში კი არ მაქვს, არამედ მეკუთვნის საერთაშორისო კოსმოსური სადგურის 49% და ახლა პირველი ადამიანი ვარ, ვინც “ბაითს” იშენებს მარსზე. ივანიშვილის მონებო, თქვენ ნამდვილად არსებულ სახლებში უკვე ბოლომდე ჩაგისხეს წყალი თუ როგორაა თქვენი საქმე. ბინძური მოშეს მადლი შეგეწიოთ და ვაი თქვენს პატრონს!”, – წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში. 

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S