მამაკაცს, რომელიც ქვეითთა სავალ გზაზე ავტომობილით შევიდა, მოქალაქე ფიზიკურად გაუსწორდა (ვიდეო)
26/04/2021 08:39:00 მსოფლიო
ალბანეთში მამაკაცი ქვეითებისთვის განკუთვნილ სავალ გზაზე ავტომობილით შევიდა. იგი ავტომობილს უმისამართოდ მართავდა. მამაკაცის შეჩერება ერთ–ერთმა მოქალაქემ შეძლო, რომელიც მოძრავ მანქანაში შევარდა და მძღოლს სცემა.
ალბანელმა სამართალდამცველებმა მძღოლი დააკავეს. ისინი ტერაქტის ვერსიას გამორიცხავენ და აცხადებენ, რომ მამაკაცი საჭეს ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ მართავდა.


