Accentnews.ge
მსოფლიოს 182 ქვეყნის მოსახლეობის IQ შეისწავლეს – რომელ ადგილზეა საქართველო

მსოფლიოს 182 ქვეყნის მოსახლეობის IQ შეისწავლეს – რომელ ადგილზეა საქართველო

26/04/2021 08:01:54 საზოგადოება

The Intelligence Capital (ICI) 2021 წლის ყველაზე ჭკვიანი ქვეყნების სიას აქვეყნებს. მონაცემები მსოფლიოს მასშტაბით ჩატარებული IQ ტესტების მონაცემებსა და სხვა არაერთ კვლევას ეყრდნობა.

ჩამონათვალში 182 ქვეყანა მოხვდა. მონაცემების მიხედვით, მსოფლიოში IQ-ს ყველაზე მაღალი დონე -108 ქულა ჰონგ-კონგსა და სინგაპურს აქვს. საქართველო ქვეყანათა ჩამონათვალში 94 ქულით 43-ე ადგილს იკავებს.

აღსანიშნავია, რომ სიის პირველ ათეულში ძირითადად აღმოსავლეთ აზიის ქვეყნები ლიდერობენ.

პირველი 10 ქვეყანა, რომლის მოსახლეობასაც ყველაზე მაღალი IQ აქვს:

  • ჰონგ-კონგი (108)
  • სინგაპური (108)
  • სამხრეთ კორეა (106)
  • ჩინეთი (105)
  • იაპონია (105)
  • ტაივანი (104)
  • იტალია (102)
  • შვეიცარია (101)
  • მონღოლეთი (101)
  • ისლანდია (101)

სიაში ბოლო ადგილებს მოზამბიკი, სენტ-ლუსია და ეკვატორული გვინეა იკავებენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S