Accentnews.ge
აშშ–მა ავღანეთიდან გასვლის პროცესი დაიწყო

აშშ–მა ავღანეთიდან გასვლის პროცესი დაიწყო

26/04/2021 07:50:56 მსოფლიო

აშშ–მა ავღანეთიდან გასვლის პროცესი დაიწყო. ამის შესახებ ავღანეთში აშშ-ისა და კოალიციური ძალების სარდალმა, გენერალ-ლეიტენანტმა სკოტ მილერმა განაცხადა.

"უცხოური ძალების დადგენილი წესის თანახმად გაყვანისა და ავღანეთის ძალებისთვის სამხედრო ბაზებისა და აღჭურვილობის გადაცემის პროცესი უკვე დაიწყო. მე მქონდა შესაძლებლობა, რომ "თალიბანის პოლიტიკური კომისიის" წევრებთან მესაუბრა და მე მათ განვუცხადე, რომ ძალადობიკენ კვლავ დაბრუნება და ნებისიერი მცდელობა, მიიღონ ძალადობრივი სამხედრო გადაწყვეტილება, ტრაგედია იქნება როგორც ავღაეთისთვის, ისე ავღანელი ხალხისთვის", – განუცხადა გენერალ-ლეიტენანტმა სკოტ მილერმა ჟურნალისტებს ქაბულში.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ამერიკელი ჯარისკაცები ავღანეთს მიმდინარე წლის 11 სექტემბრამდე დატოვებენ. მანამდე, ავღანეთიდან ამერიკული კონტინგენტის გაყვანის თარიღი 1 მაისი იყო.

როგორც უკვე ცნობილია, NATO-მ მიიღო გადაწყვეტილება, მიმდინარე წლის სექტემბრამდე, ეტაპობრივად დაასრულოს ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისია. შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფები, ნატო-სთან შეთანხმებული გრაფიკით ავღანეთს სექტემბრამდე დატოვებენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S