Accentnews.ge
კასტილიონე დი სიცილიაში სახლები 1 ევროდ გაიყიდება

კასტილიონე დი სიცილიაში სახლები 1 ევროდ გაიყიდება

26/04/2021 07:11:08 მსოფლიო

იტალიაში, სიცილიის ქალაქ კასტილიონე დი სიცილიაში სახლები 1 ევროდ გაიყიდება.

ამის მიზეზი, ბოლო წლებში ქალაქში მოსახლეობის რაოდენობის კლებაა.

გასაყიდი სახლების რაოდენობა დაახლოებით,900–ია. 900 მიტოვებული სახლი ქალაქის ძველ უბანში მდებარეობს. მათგან ნახევარი დაზიანებულია და მყიდველს სიმბოლურ ფასად – 1 ევროდ გადაეცემა, ხოლო იმ სახლების ფასი, რომლებიც უკეთეს მდგომარეობაშია 4000–დან 5000 ევრომდე მერყევობს.

1 ევროდ შეფასებულ სახლები ადრე მეცხვარე და ფერმერი ოჯახების საკუთრება იყო, ხოლო უფრო ძვირად შეფასებული სახლები – ბურჟუაზიული კლასის.

"1900–იან წლებში ქალაქში 14 000 მოსახლე იყო, დღეს კი 3000–მდეა. ჩვენ უზარმაზარი არქიტექტურული მემკვიდრეობა გვაქვს გადასარჩენი. სახლების უმეტესობა აღორძინების ხანით თარიღდება. მსურველმა უნდა გამოაგზავნოს მისი მოთხოვნების დეტალური ჩამონათვალი. რაც უფრო კონკრეტული იქნება დაინტერესებული პირის გეგმა და მოთხოვნები, მით უფრო დროულად შევძლებთ მისთვის სასარგებლო სახლის მოძიებას", – აცხადებს ქალაქის მერი ანტონინო კამარდა.

უძრავი ქონების შეძენა ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია თუმცა, ერთი პირობით. ახალმა მფლობელმა საკუთრება 3 წლის განმავლობაში უნდა განაახლოს. სხვა მსგავსი პროექტებისგან განსხვავებით, მყიდველს საჭირო სარემონტო სამუშაოების დასაწყისში გარანტიის სახით დეპოზიტზე თანხა არ მოეთხოვება.

ამასთან, როგორც ანტონინო კამარდა აცხადებს, სიცილიაში გადასახადები უფრო დაბალია, ვიდრე დანარჩენ იტალიაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S