Accentnews.ge
კოვიდ–ინფიცირების 500–ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 18 პაციენტი

კოვიდ–ინფიცირების 500–ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 18 პაციენტი

26/04/2021 06:43:49 საზოგადოება

გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კოვიდ–ინფიცირების 521 შემთხვევა გამოვლინდა, 18 პაციენტი გარდაიცვალა, 1 058 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 28 751 კვლევა ტესტით, მათ შორის 14 187 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 564 PCR ტესტით.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 4,64%, ბოლო 14 დღის – 4,03%, ბოლო 7 დღის – 4,51%.

საქართველოში ჯამში კორონავირუსით ინფიცირების 304 272 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 287 029 გამოჯანმრთელდა, 4 043 გარდაიცვალა.

სადღეისოდ ირუსის წინააღმდეგ აცრილია 38 553 პირი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S