Accentnews.ge
გამყრელიძე: „ვცდილობთ, ინდური შტამის ქვეყანაში შემოსვლა გადავადდეს“

გამყრელიძე: „ვცდილობთ, ინდური შტამის ქვეყანაში შემოსვლა გადავადდეს“

26/04/2021 06:41:54 საზოგადოება

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამის საქართველოში შემოსვლის რისკი მაღალია და სპეციალისტები მუშაობენ, რომ შტამის ქვეყანაში შემოსვლა მაქსიმალურად გადავადდეს.

„იმის ალბათობა, რომ სხვა შტამებიც გაჩნდეს და შემოვიდეს ქვეყანაში, დიდია. ინდოეთში ხომ ხედავთ, რაც ხდება, ძალიან სწრაფი გავრცელებაა. ამიტომ, ვცდილობთ, რომ ამ შტამის ქვეყანაში შემოსვლა გადავადდეს და პრევენცია მოხდეს", - ამბობს გამყრელიძე.

ინდური შტამი სხვა შტამებისგან იმით განსხვავდება, რომ რეკორდულად სწრაფად ვრცელდება. მხოლოდ ინდოეთში, 4 დღეში ამ შტამით 1 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა.ე.წ. ინდური შტამი უკვე 6 ქვეყანაში დაფიქსირდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S