თურქეთი აშშ–ს რეაგირებას ჰპირდება
26/04/2021 05:58:57 მსოფლიო
თურქეთი აშშ–ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარებას გმობს, აშშ–ის პრეზიდენტის განცხადებას კი უპასუხისმგებლოდ და უსამართლოდ აფასებს.
თურქეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის თქმით, თეთრი სახლის ლიდერის განცხადებას რეაგირება მომდევნო დღეებისა და თვეების განმავლობაში სხვადასხვა ფორმით მოჰყვება. მისივე თქმით, ბაიდენის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარება გავლენას იქონიებს თურქეთი-აშშ-ის ურთიერთობაზე.
დღეს საკითხთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანიც.


