
"გერმანიაში პრეზიდენტისა და სტუდენტების შეხვედრასთან დაკავშირებით რიგი მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაცია ტყუილია"
16/07/2019 11:07:38 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტის პრეს–სპიკერის განცხადებით, გერმანიაში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისა და სტუდენტების შეხვედრასთან დაკავშირებით რიგი მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაცია "აბსოლუტური ტყუილი" იყო.
„ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, ქართველი სტუდენტების და საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრასთან დაკავშირებით, იყო აბსოლუტური ტყუილი. შეხვედრაზე არ თქმულა არც ერთი სიტყვა, რაც გავრცელდა მედიასაშუალებებით. პრეზიდენტი არ ყოფილა გაღიზიანებული. პასუხი გაეცა ყველა კითხვას, მათ შორის დავით გარეჯთან დაკავშირებით და მეტიც, შეხვედრა გაგრძელდა წინასწარ შეთანხმებულ დროზე დიდხანს. არანაირი ირონიული ტონი, არანაირი გაღიზიანება და არც ერთი ის სიტყვა, რაზეც საუბრობენ სიუჟეტის რესპონდენტები არ ყოფილა,"- განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.
იხილეთ ასევე: სტუდენტები ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ: "პრეზიდენტის წარმომადგენელმა გაუნათლებლები და უწიგნურები გვიწოდა"