Accentnews.ge
სუს–ი: ღოღეთთან ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსმა სამხედროებმა ბოძები დაამონტაჟეს

სუს–ი: ღოღეთთან ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსმა სამხედროებმა ბოძები დაამონტაჟეს

25/04/2021 15:43:02 კონფლიქტები

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ ღოღეთთან, ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსმა სამხედროებმა ბოძები დაამონტაჟეს.

ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ამოქმედებულია ცხელი ხაზი.

ოკუპანტები თამარაშენი-ღოღეთის გასაყართან გამოჩნდნენ. ისინი მიწის მორიგ ნაკვეთს იტაცებენ. უკანონო ინსტალაციების მონტაჟი ამ წუთებში მიმდინარეობს. თამარაშენი-ღოღეთის გასაყართან მათ ტახტისძირიდან გადმოინაცვლეს, სადაც რამდენიმე დღის წინ მავთულხლართები 2 მეტრით გადმოწიეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S