Accentnews.ge
თურქეთმა აშშ-ის ელჩი გამოიძახა

თურქეთმა აშშ-ის ელჩი გამოიძახა

25/04/2021 15:36:50 მსოფლიო

პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ სომეხი ხალხის გენოციდის აღიარების შემდეგ თურქეთმა აშშ-ის ელჩი თურქეთში, დევიდ სატერფილდი გამოიძახა და თქვა, რომ ის უარყოფს ბაიდენის მიერ 1915 წლის მოვლენების ამგვარ დახასიათებას.

როგორც თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩაიშოღლუმ განაცხადა, "აშშ-ის პრეზიდენტის განცხადება ბათილი და ძალადაკარგულია საერთაშორისო სამართლის კანონების მიხედვით და მხოლოდ ჭრილობები გამოიწვია, რომელთა მოშუშებაც რთულია".

თურქეთმა უარყო, რომ ოსმალეთის იმპერიამ დანაშაულები ჩაიდინა, ამასთან, ბრალდებებს ცილისწამება უწოდა და თქვა, რომ ბაიდენის განცხადება უფრო მეტად საშინაო პოლიტიკას ეხებოდა.

ჩავიშოღლუს თქმით, მის ქვეყანას სხვა ქვეყნისგან თავისი წარსულის შესახებ არაფერი ესწავლება.

თურქეთის სახელმწიფოს წარმომადგენლების შეფასებით, მომხდარმა შეიძლება მნიშვნელოვნად დააზიანოს აშშ-ისა და თურქეთის ურთიერთობა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S