Accentnews.ge
ერაყში, კლინიკაში გაჩენილ ხანძარს 82 პაციენტი ემსხვერპლა

ერაყში, კლინიკაში გაჩენილ ხანძარს 82 პაციენტი ემსხვერპლა

25/04/2021 15:34:40 მსოფლიო

ერაყის დედაქალაქში კლინიკაში გაჩენილ ხანძარს 82 პაციენტი ემსხვერპლა.

BBC-ის ცნობით, ხანძარი ჟანგბადის ბალონის აფეთქებამ გამოიწვია.

საავადმყოფო კოვიდმიმღები ცენტრი იყო, სადაც ათეულობით ინფიცირებული პაციენტი მკურნალობდა, მათ შორის, 30 ადამიანი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში.

ბაღდადში, იბნ ხათიბის კლინიკაში ცეცხლი შაბათს, გვიან ღამით გაჩნდა.

ერაყის პრემიერმინისტრმა, მუსტაფა ალ ქადიმმა, მომხდარის გამოძიების ბრძანება გასცა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S