Accentnews.ge
ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 966 შემთხვევა გამოვლინდა, 18 პაციენტი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 966 შემთხვევა გამოვლინდა, 18 პაციენტი გარდაიცვალა

25/04/2021 06:45:48 საზოგადოება

ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 966 შემთხვევა გამოვლინდა, 18 პაციენტი გარდაიცვალა, 1 222 პირი გამოჯანმრთელდა.

ქვეყანაში ჩატარდა 23 888 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 6 974, პისიარტესტით – 16 914.

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 4,04%, ბოლო 14 დღის – 3,96%, ბოლო 7 დღის – 4,57%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 966 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 567 შემთხვევა, აჭარა – 117, იმერეთი – 77, ქვემო ქართლი – 30, შიდა ქართლი – 21, გურია – 15, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 73, კახეთი – 42, მცხეთა-მთიანეთი – 17, სამცხე-ჯავახეთი – შვიდი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – ნული.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 13 729, საიდანაც: 3 582 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 970, აჭარაში – 422, იმერეთში – 397. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 611 პირი, მათ შორის, თბილისში – 295, აჭარაში – 66, იმერეთში -86. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 121 პირი, მათგან თბილისში – 85, აჭარაში – ათი, იმერეთში – შვიდი.

717 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 407 – თბილისში, 287 – აჭარაში. 9 430 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 222 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 219, ხოლო აჭარაში – 2. სულ 6 ოქტომბრიდან – 24 აპრილის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 24 518 პირი.

სულ აცრილია 37 590 პირი, დღიურად აცრილია – 1 533.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 303 751 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 285 971 პირი გამოჯანმრთელდა, 4 025 პაციენტი გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S