
ლიცეუმის დირექციის წარმომადგენლებმა და კადეტებმა დედამიწის დღის აღსანიშნავად ხის ნერგები დარგეს
22/04/2021 16:27:32 თავდაცვა, რეკლამა
„აღვადგინოთ ჩვენი დედამიწა“ - ამ ლოზუნგით, 22 აპრილს მსოფლიოში დედამიწის დღე აღინიშნება. საერთაშორისო ღონისძიებას კადეტთა სამხედრო ლიცეუმიც შეუერთდა. დღეს ლიცეუმის ტერიტორიაზე ლიცეუმის დირექციის წარმომადგენლებმა და კადეტებმა ხის ნერგები დარგეს.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ლიცეუმის დირექტორმა ვიცე-პოლკოვნიკმა მალხაზ გოლეთიანმა ამ დღის მნიშვნელობასა და მომავალ თაობებთან ერთად სოციალურ აქტივობებში ჩართულობაზე გაამახვილა ყურადღება.